ღირსშესანიშნაობები





უჯარმის ღირსშესანიშნაობები-ის სურათის შედეგი


                   სოფლის ჩრდილოეთით 5 კილომეტრის დაშორებით, გზიდან მარჯვნივ მდებარე კლდოვან ქედზე დგას ციხე-ქალაქ „ჯვარპატიოსნის“ ნანგრევები. თავად პირველი ციხე და საფორტიფიკაციო ნაგებობა აშენებულია ჯერ კიდევ ძვ. წ. III საუკუნეში, მეფე საურმაგის დროს, ვახტანგმა ციხეს დაუმატა წმ. რაჟდენის სახელობის მცირე ეკლესია (მთავარ სიმაგრეში); ასევე, ჩრდილოეთის მიმართულებით გააშენა ექვსკოშკიანი ოთკუთხედი ფორმის 5-7 მეტრის სიმაღლის კედლების მქონე სიმაგრე, რომლის უდიდესი ნაწილი 40 გრადუსიან დახრილ ფერდობზე მოდის. ეს ნაგებობა მთის თხემიდან ივრის პირამდე ეშვება და დღესაც კარგადაა შემონახული, ბოლო ორი კოშკის გარდა, რომელიც წყალთაქცევამ ნაწილობრივ მოშალა და დააზიანა.

No comments:

Post a Comment