• This is default featured slide 1 title

    Go to Blogger edit html and find these sentences.Now replace these sentences with your own descriptions.This theme is Bloggerized by Lasantha Bandara - Premiumbloggertemplates.com.

  • This is default featured slide 2 title

    Go to Blogger edit html and find these sentences.Now replace these sentences with your own descriptions.This theme is Bloggerized by Lasantha Bandara - Premiumbloggertemplates.com.

  • This is default featured slide 3 title

    Go to Blogger edit html and find these sentences.Now replace these sentences with your own descriptions.This theme is Bloggerized by Lasantha Bandara - Premiumbloggertemplates.com.

  • This is default featured slide 4 title

    Go to Blogger edit html and find these sentences.Now replace these sentences with your own descriptions.This theme is Bloggerized by Lasantha Bandara - Premiumbloggertemplates.com.

  • This is default featured slide 5 title

    Go to Blogger edit html and find these sentences.Now replace these sentences with your own descriptions.This theme is Bloggerized by Lasantha Bandara - Premiumbloggertemplates.com.

უჯარმის ციხე-ქალაქი




      უჯარმის ციხე-ქალაქის ამჯამინდელი ნანგრევები მდებარეობს გარე კახეთში, მდინარე იორის ნაპირზე. ფეოდალიზმის ხანაში საქართველოში რამდენიმე ქალაქი გაჩნდა. მათ რიცხვს ეკუთვნის უჯარმაც. მატიანეთა ცნობით: უჯარმა წარმოშობილია III_IV საუკუნეთა მიჯნაზე. ისტორიკოსი ლეონტი მროველი გადმოგვცემს: “ასფაგურ აღაშენა ციხე-ქალაქი უჯარმა”. IV-საუკუნიდან უჯარმა წარმოადგენდა კახეთის ერთ-ერთ მთავარ ქალაქს. ქალაქმა განსაკუთრებული აღმავლობა განიცადა V-საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც ვახტანგ გორგასალმა იგი თავის ერთ-ერთ რეზიდენციად აქცია. ამის თაობაზე მოგვითხრობს ისტორიკოსი ჯუანშერი, რომ ვახტანგ გორგასალმა აქ ააშენა უამრავი შენობები და გააძლიერა ქალაქის დაცვა. თვით ვახტანგ გორგასალსაც უდიდესი იმედი ჰქონდა უჯარმის ციხის. სპარსელებთან ბრძოლაში ვახტანგ გორგასალი მძიმედ დაიჭრა და იგი სწორედ აქ გარდაიცვალა. შემდგომში ვახტანგის მემკვიდრეებიც უჯარმიდან მართავდნენ კახეთს. არაბობის ხანაში უჯარმა, როგორც ქალაქი, დაცემის გზას ადგება. X-საუკუნის დასაწყისში უჯარმა, როგორც მხოლოდ ციხე-სიმაგრე, უკვე აღარ ყოფილა გამოსარჩევი, იქვე მახლობლად მდგარი ბოჭორმის ციხე მასზე უკეთეს სიმაგრედ ითვლებოდა.914-წელს უჯარმა არაბებმა აიღეს და დაარბიეს. მიუხედავად ამისა იგი მალე აღუდგენიათ და მას მონაწილეობა მიუღია საქართველოს გაერთიანების საქმეში. მომდევნო წლებში უჯარმა უკვე ნაკლებად მონაწილეობდა ქვეყნის ცხოვრებაში და არსებობას განაგრძობდა, როგორ მცირე დასახლებული პუნქტი.
         დღეს არსებულ ნანგრევებში შემორჩენილია ციხის მთავარი ციტადელის გალავნისა და კოშკების ნაშთები, მცირე ზომის ჯვარპატიოსნის კარის ეკლესია, ორსართულიანი სამეფო სასახლის ნანგრევები, წყალსაცავი, და სხვა დამხმარე ნაგებობები. ციხის გალავანი გრძელდებოდა მდინარე იორის ნაპირამდე, გალავნის კუთხეებსა და საპასუხისმგებლო ადგილებში კოშკები იყო ჩარიგებული, კოშკები ძირითადად ორ ან სამ სართულიანი იყო. ქალაქს რამდენიმე კარი ჰქონდა. მთავარი კარი ყოფილა ციხის დასავლეთით. ასევე ერთ-ერთი კარი ჰქონია მდინარის პირას, გამორიცხული არ არის რომ ქალაქს თავისი წყალსადენი ჰქონოდა. საერთო ჯამში ციხე არქიტექტურული თვალასაზრისით იშვიათი გემოვნებით არის აგებული.



Share:

უჯარმა

                     უჯარმა არის სოფელი რომელიც მდებარეობს გარე კახეთში, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 770 მეტრზე. იგი წარმოადგენს ეწრო-თიანეთის სამხრეთის ბუნებრივ კარს.                  


                      Village ujarma.jpg




















გამოყენებული ლიტერატურა-ვიკიპედია და ნავოტორ

Share: